დუშეთი, ქალაქი საქართველოში, დუშეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).
ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ქალაქში შემორჩენილია წმ. გიორგის(წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ??? დასაზუსტებელია) ეკლესია (IX-X სს.), მოხელის დარბაზი (XVII ს.), ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIII ს.). დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.
პოსტ-საბჭოთა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პერიოდში აღნიშნული საწარმოები თითქმის სრულად გაპარტახდა. ამავე პერიოდში მოხდა უმეტესობის პრივატიზება, თუმცა ისევე როგორც ქალაქის არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი, ესენიც დღემდე დაშლილი და განადგურებულია
დუშეთის ისტორიული ნაწილის წამყვანი ფუნქცია მუდამ სამოსახლო იყო. 1870 -იან -1880-იან წლებში დუშეთის მაზრის არქიტექტორს თეოდორ ფონ ჰაიდერ ბოროვსკის მრავალი საცხოვრებელი სახლი აუგია, მან დიდი წვლილი შეიტანა დუშეთის ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
დღეისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს
ქალაქ დუშეთის 96 შენობა-ნაგებობას (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრის ბრძანება #03/24, 12.12.2013).
დუშეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებიდან სამწუხაროდ ბევრია ვაკანტური, მიტოვებული და ფიზიკურად ცუდ მდგომარეობაში. ეს ტენდენცია უმეტესად გამოწვეულია მოსახლეობის მასიური გადინებით ქალაქიდან და ეკონომიკური სიდუხჭირით.
გამოვყოფთ რამოდენიმეს:
1.ჭავჭავაძის ქ. #25 - ყოფილი სასამართლოს შენობა, სადაც მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში მომრიგებელ
მოსამართლეობის პერიოდი (1868-1873 წწ).
2.თეატრის ქ.N 4 საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის დროს (1868-1873 წწ),
3.თეატრის ქუჩა N6 - (XIX საუკუნის I ნახევარი), სადაც 1880 წელს პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა
4..ერეკლე II N 9-11 ნაგებობა მაღალმხატვრული ნაგებობების რიგში დგას.
5.ერეკლე II ქუჩა N 13 - ყოფილი დუქანი, ამჟამად კერძო საკუთრებაში მყოფი
საცხოვრებელი სახლი.
6.ერეკლე II -ს ქ. N 15 (ყოფილი ნავთის სარდაფი) ამჟამად თითქმის დანგრეულია.
7.ილია ჭავჭავაძის ქუჩის N17,N15,N13,N11 და N9 სახლები მიუხედავად მრავალჯერადიგადაკეთებისა, ინარჩუნებს აღნიშნული განაშენიანებისათვის დამახასიათებელ მასშტაბს და სისადავეს. ნაგებობები სავარაუდოდ ერთ ქრონოლოგიურ პერიოდში აშენდა (1880-იანი წლების დასაწყისი) და ერთი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული.
8.საცხოვრებელი სახლი შამანაურის ქუჩისა და ცოტნე დადიანის ქუჩის კვეთაში, ე.წ,,აპრელოვის’’ სახლი (XIX საუკუნის აივანშემოვლებულ ნაგებობაში ჩართული დარბაზული საცხოვრებელი სახლის (XVIII ს.) სრული სახით შემორჩენილი ინტერიერი);დიდი ზომის ორსართულიანი აგურის შენობა ქანობიანი სახურავით. ორი მხრიდან ხის ფართო აივნით. ეზოს მხრიდან მიშენებულია დაუმთავრებელი მოცულობა. ასევე გვიანდელია სახლის მეორე მხარეს ეზოშივე სახელდახელოდ მოწყობილი გადახურვა ღობესა და სახლის აივანზე.
9.მილახვრიანთკარში ჭილაშვილების სასახლის ახლოს, ძველ სამხედრო გზაზე მდებარეობს ძველი საფოსტო სადგურის ე.წ. ,,სტანციის’’ შენობა (1859 წ.), რომელიც საქართველოს სამხედრო გზისგან სამაზრო ქალაქ დუშეთის განუყოფლობის ნივთიერი საბუთია. შენობა ცნობილი არქიტექტორის ოტო სიმონსონის ტიპიური პროექტის მიხედვითაა აშენებული და დუშეთის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. დღეს აქ დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია განთავსებული. შენობა სავალალო მდგომარეობაშია და საფუძვლიან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოითხოვს.წინასწარი ტექნიკური შეფასებით უნდა მოიხსნას საბჭოთა პერიოდის (XX ს. შუა ხანები) რეკონსტრუქციისას დამატებული მეორე სართული.
იხ."ქ. დუშეთის საბაზო გეგმა": rm.coe.int/1680703a34
დუშეთი, ქალაქი საქართველოში, დუშეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).
ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური...